უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსი და მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით მსოფლიოში საზოგადოებისათვის ყველაზე უსაფრთხო გარემო სინგაპურშია, ევროპაში კი პირველ ადგილზე ისლანდია იმყოფება.
საქართველო მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულში 14-ე ადგილზეა.
საქართველო უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით უსწრებს მრავალ განვითარებულ სახელმწიფოს, დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ესპანეთს, შვედეთს, ირლანდიას, ლატვიას, ავსტრიას, მონტენეგროს, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, ლიეტუვას, ბელგიას, სლოვაკეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა