“უსაფრთხოება “მანდატურთუხუცესის” ხელში გადადის” – ზურაბიშვილი

24
სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა ნაცებთან ყოველგვარი წარსული კავშირებისგან ! უსაფრთხოება კი  “მანდატურთუხუცესის” ხელში გადადის! ესეიგი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარების დროს … მეტად “გამოცდილ” ხელში!
ჩვენ კი ამგვარ სრულიად რიტუალურ როტაციაზე (სტალინის გამოცდილი მეთოდი) უნდა ვიმსჯელოთ და დრო, ენერგია ფუჭად ვხარჯოთ. ან ერთმანეთს უნდა გადავასკდეთ იმის გარჩევაში, თუ რას ნიშნავს “პატარა პრინცის” გამოსვლა პოლიტიკურ სცენაზე და რას უპირებს მას მამა…
მთავარია, არც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, არც ქვეყნის მომავალზე, არც მოსახლეობის უმძიმეს ყოფაზე, არაფერ სხვაზე არ ვიფიქროთ … მთელი ყურადღება გადატანილ იყოს, სატელევიზიო სერიალების მსგავსად, ყოველდღიურად გადმოგდებულ ახალ ახალ სალაყბო საგანზე”
“გეკა” – სუსში, თამაზაშვილი – შსს–ში, სად გადაჰყავთ მდინარაძე? – ცვლილებები “ოცნების” მთავრობაში

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია