„უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის… აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს“ – ირაკლი ზარქუა

რუსული კანონის მოწინააღმეგეებს, რომელთაც “ქართული ოცნება” სპეციალურ სიაში შეყვანას უპირებს, ირაკლი ზარქუა “უსამშობლოებს” უწოდებს:
„უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის. აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული მოძრაობის. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, ის, ვინც შეურაცხყოფს, ის, ვინც ეკლესიას უტევს, ის, ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელები და გვარები იოს იდენტიფიცრებული. ასე რომ, არ აგერიოთ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული ჩახდილების და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. ეს არის, რომ ყველა, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, აი, იმათი იდენტიფიცრება ხდება, მეტი არაფერი“, – ამბობს ზარქუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ