უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი

უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი
როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.
„ამიტომ, არავითარი ეფექტი აღარ აქვს უსამართლო განცხადებებს. რა თქმა უნდა, თუნდაც მომავალში, მათი მხრიდანაც რომ იყოს სამართლიანი განცხადებები რაიმე თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება. ამის გამოა, რომ მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, რასაც ეს ჩინოვნიკები უცხადებენ აქციებს, რადიკალურ ოპოზიციას, არჩევნებში ისინი იღებენ 20%-ზე ნაკლებს, ქუჩაში გამოდის 150 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, მთლიანობაში, 35 წლის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ