ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების საკითხი მაგიდაზეა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების საკითხი მაგიდაზეა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრილი გამანადგურებლის ჩამოგდების ვარიანტი განხილვის საგანია.
„მე არ წარმოვადგენ ნატო-ს, მაგრამ მაქვს პირადი მოსაზრება და ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავიცვათ ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი. ეს ნიშნავს, რომ თუ საჰაერო სივრცეში შემოჭრა მოხდება, გაფრთხილების შემდეგ, ძალიან მკაფიოდ განცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი გამანადგურებლის ჩამოგდების ვარიანტი მაგიდაზეა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული კომენტარი ნატო-ს ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის, საჰაერო სივრცეებში რუსული დრონებისა და მოიერიშე თვითმფრინავის შეჭრის შესახებ კომენტირებისას გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.