ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს

ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და მის მიღებას.
მისი თქმით, კანონს უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
"ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
ყველა ვარიანტს განვიხილავთ და [საქართველოს] მთავრობას მოვუწოდებთ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.