უკრაინის მხარდაჭერის შეთანხმებაზე – კარგი დღეა ევროპისთვის

შეთანხმება მიღწეულია – კარგი დღეა ევროპისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.
„შეთანხმება მიღწეულია. ევროპულმა საბჭომ ჩვენი პრიორიტეტები დააფიქსირა. უკრაინის მხარდაჭერა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, სპეციალურ სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით. არსებობდა შიში, რომ უნგრეთის პრეზიდენტი, დახმარების პაკეტს დაბლოკავდა, როგორც მან ეს გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)