არქივი20 თებერვალი, 2024, 08:27
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს
უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2014 წელს მაიდანზე დაღუპული „ზეციური ასეულის“ ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს, ჩვენ „ზეციური ასეულის“ გმირების - მამაცი ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 2014 წელს უკრაინის თავისუფლებისთვის მაიდანზე სიცოცხლე გაწირეს, პატივს მივაგებთ. 10 წლის შემდეგ, მათმა ხედვამ და იდეალებმა გაიმარჯვა. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს კავშირში თავის ადგილს დაიკავებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.