ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ომის დასრულებაზე – ეს კვირა გადამწყვეტი იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების პირობების შესაქმნელად.
„ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს. ვიცი, რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ამ ომის დასრულებაში და ამისთვის მადლობას გიხდით. ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წინ წავიწიოთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირა ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სამმხრივი შეხვედრის დაწყებისას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 19 მაისს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს