– სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლად უნდა შეეძლოს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლად უნდა შეეძლოს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და აწვდის ხმას მსხვერპლებს მთელ მსოფლიოში. მას თავისუფლად უნდა შეეძლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპა ყოველთვის მხარს დაუჭერს სამართლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია. ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან