პეტერ მადიარს ესაუბრა

ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიარს ესაუბრა. „უნგრეთი ევროპის გულში დაბრუნდა, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო. ეს პირველ რიგში უნგრელი ხალხის მომენტს წარმოადგენს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ევროკომისიის პრეზიდეტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრისას სასწრაფო პრიორიტეტული საკითხები განიხილა.

„წინ სწრაფი სამუშაოა აღდგენისთვის, გარდაქმნისთვის და რეფორმებისთვის. კანონის უზენაესობის აღდგენა. გარდაქმნა ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, რათა ევროპული ინვესტიციებით შეთავაზებული შესაძლებლობები გაიხსნას“, – აცხადებს .

შეგახსენებთ, უნგრეთში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ გაიმარჯვა. მადიარი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა