არქივი19 აპრილი, 2024, 09:09
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მხარეებს მოვუწოდებ, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ისრაელმა პარასკევს ირანის ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.