არქივი28 ოქტომბერი, 2024, 19:37
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მრავალი წელია, ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ ისწრაფვის და მისთვის იბრძვის - ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ

ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა მოხდა შაბათ-კვირას.
„მრავალი წელია, ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ ისწრაფვის და მისთვის იბრძვის. მათ უფლება აქვთ იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და უფლება აქვთ დაინახონ, რომ საარჩევნო დარღვევები გამოძიებული იქნება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.