ურსულა ფონ დერ ლაიენი – მივესალმები შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ – მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ

თბილად მივესალმები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ და სამართალი გაიმარჯვებს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში მოეწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“