ირანზე თავდასხმაზე – ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეამცირონ ვითარების ესკალაცია – კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა ახლა ისე სასწრაფოა, როგორც არასდროს

ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ღრმად საგანგაშოა, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს.
„ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაუყოვნებლივ შეამცირონ ვითარების ესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებისგან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა ახლა ისე სასწრაფოა, როგორც არასდროს.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)