ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ილჰამ ალიევთან ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ილჰამ ალიევთან ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდნენ.
„ჩვენ მივულოცეთ აზერბაიჯანს ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით, სომხეთთან მიღწეული ისტორიული გარღვევა. ეს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ აზერბაიჯანს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს ვაფასებთ და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზად ვართ. „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის მეშვეობით ინვესტიციებს გავაგრძელებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.