ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვულოცავ რუმენ რადევს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ბულგარეთი ევროპული ოჯახის ამაყი წევრია

ვულოცავ რუმენ რადევს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ბულგარეთი ევროპული ოჯახის ამაყი წევრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი საერთო გამოწვევების დაძლევაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„მოუთმენლად ველი ერთად მუშაობას ბულგარეთისა და ევროპის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს. ბიულეტენების 91.7%-ის დათვლის შემდეგ, რადევის პარტიამ „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44.7% მიიღო, მეორე ადგილზეა კოალიცია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ - ხმების 13.2%-ით, მესამეზე კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი - 13,4%-ით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.