ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის - აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის - აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის მიღება და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა.

„განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფართო გავლენა ენერგიის ფასებზე, ენერგოუსაფრთხოებასა და თავდაცვითი მასალების ხელმისაწვდომობაზე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.