ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს

მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას, დარტყმას ვაყენებთ რუსეთის ომის მანქანის გულს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორები და ნავთობის ფასები.

„მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიურ ზედა ზღვარს. ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.