ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი, მე-18 პაკეტი მზადდება, დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი, მე-18 პაკეტი მზადდება, დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ

ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი, მე-18 პაკეტი მზადდება, დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ახლა ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ახლოდ ვახდენთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციას. ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი. მეტი მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.
დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.