– ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება

ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.
-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ყველა ქვეყანას ეხება და ძალაში 12 მარტს შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი – ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან