ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - შოკირებული ვარ - დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

ღრმად შოკირებული ვარ იმ სროლით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეკრების დროს მოხდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
„დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.