არქივი22 ივნისი, 2025, 13:53
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა არის დრო, რომ ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს - მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად

ირანმა არასდროს არ უნდა მოიპოვოს ბომბი. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის პიკში ყოფნის ფონზე, სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ახლა არის დრო, რომ ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.