ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - არასდროს დავივიწყებთ „ჰამასის“ თავდასხმების საშინელებას - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებებში

ურსულა ფონ დერ ლაიენი - არასდროს დავივიწყებთ „ჰამასის“ თავდასხმების საშინელებას - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებებში

არასდროს დავივიწყებთ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების საშინელებას და იმ ტკივილს, რაც მათ უდანაშაულო მსხვერპლებს, მათ ოჯახებს და მთელ ისრაელელ ხალხს ორი წლის წინ მიაყნეს - პატივს ვცემთ მათ ხსოვნას მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტა ახლა რეალურია და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებებში, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის კონტექსტში. აუცილებელია ამ მომენტის გამოყენება გზის გასაკვალად რეგიონში მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტაზე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელში, ღაზას საზღვართან მდებარე რეიმის რაიონში, ნოვას მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას „ჰამასის“ წევრები ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად 378 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზას ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.