ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა - არასდროს არ ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი - გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის

თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, არასდროს არ ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი, - ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ის საკუთარ გვერდებზე აქვეყნებენ.
„თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი.
არასდროს არ ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი.
გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - წერენ ფონ დერ ლაიენი, კოშტა და რობერტა მეცოლა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.