ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში - 1.5 მილიარდი ევრო გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინა და მთელი ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და თანხა უკრაინის თავდაცვისთვის და აღდგენისთვის არის განკუთვნილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმებას ივნისში მიაღწია. გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.