უოლცი: უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები ევროპამ უნდა უზრუნველყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ევროპის ქვეყნებმა უნდა აიღონ. პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა ტელეკომპანია NBC News-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.
უოლცის ინფორმაციით, ამ კვირაში ევროპაში ჩავლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი და სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში და ისაუბრებენ ომის დასრულებაზე.
უოლცის განცხადებით, აუცილებელია იმის მიღწევა, რომ ომის მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ამ საკითხზე პრეზიდენტი ელაპარაკა ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებსაც, რომლებიც დასახმარებლად მზად არიან.
NBC News-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა ილაპარაკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განზრახვაზე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ხარჯი აანაზღაუროს უკრაინელებთან პარტნიორობით მათი იშვიათი მინერალების და სხვა ბუნებრივი რესურსების, ნავთობის და გაზის საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა