ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თანახმად, უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი. მერიის ცნობით, გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.
“აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები”, — აღნიშნა მან ფეისბუკ ლაივში, რომელშიც უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა.
მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, “რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, ასევე, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები”. ბენედლიანის თანახმად, მოეწყო საპარკინგე ადგილებიც იქ, “სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა”.
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა. მერია აცხადებდა, რომ ქუჩის რეაბილიტაციაზე 17 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.