ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტებისთვის კვოტები დაწესდება, რაც „დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს“

უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტებისთვის კვოტები დაწესდება, რაც „დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს“

პარლამენტის განათლების კომიტეტში განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებების თანახმად, „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობას შეეძლება განსაზღვროს ამა თუ იმ ფაკულტეტზე სტუდენტების კვოტები - „შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე“.
განათლების მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ზვიად გაბისონიამ დღეს, 9 დეკემბერს სადავო პარლამენტის განათლების კომიტეტს წარუდგინა დაგეგმილი ცვლილებები.
მან თქვა, რომ ახალი მოდელი მომავალი, 2026 წლიდან წლიდან ამოქმედდება და უკვე დაანონსებულ ცვლილებებთან ერთად ახსენა „დამატებითი ცვლილება“:
„საქართველოს მთავრობას დელეგირება მიენიჭება, განსაზღვროს სპეციალიზებული მიმართულებები, სპეციალიზებული პროგრამები და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს სტუდენტთა კვოტირების საკითხი, ანუ სტუდენტთა რაოდენობა“, - თქვა მან.
განმარტა, რომ არსებული მოდელის პირობებში სტუდენტები „პოპულარული პროფესიების მიხედვით“ ნაწილდებიან, რაც, მთავრობის გადმოსახედიდან „სერიოზულ პრობლემას ქმნის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დასაქმების ნაწილში“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.