ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნივერსიტეტებს შეეძლებათ, სამაგისტრო პროგრამები 1-წლიანი გახადონ – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, სურვილისამებრ სამაგისტრო პროგრამები ერთწლიანი გახადონ, ამჟამინდელი ორწლიანის ნაცვლად.
სამინისტროს ცნობით: „უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები“.
გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მინისტრის გუშინდელი ბრძანებით უფლება მიეცათ, რიგი საბაკალავრო პროგრამა სამწლიანიც გახადონ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.