ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნივერსიტეტების შეერთებას არ ვეთანხმებით – სტუ-ს აკადემიური საბჭო

უნივერსიტეტების შეერთებას არ ვეთანხმებით – სტუ-ს აკადემიური საბჭო

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა დასრულდა – როგორც შეხვედრის შემდეგ პროფესორები ამბობენ, ყველა იყო ერთულოვანი საკუთარ გადაწყვეტილებაში და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას არ ეთანხმებიან.
სხდომას ესწრებოდნენ, როგორც რექტორი, ასევე პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები. დავით გურგენიძეს თავად კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, პროფესორების თქმით, მას არც სხდომაზე გამოუთქვამს საკუთარი აზრი.
“არ ვეთანხმებით ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას. ბატონი დავითი ესწრებოდა, მეუფე ანანია, კანცლერი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სტუდენტებიც ესწრებოდნენ ასევე. ბატონი დავითი ფაქტობრივად არ ლაპარაკობდა, მას აინტერესებდა თავისი სამეცნიერო საბჭოს, დირექტორების და დეკანების აზრი”, – განაცხადა სტუ-ს პროფესორმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.