უნდა შევთანხმდეთ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნაზე და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივცეთ – ლიეტუვის პრეზიდენტი

“უნდა შევთანხმდეთ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნაზე და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივცეთ,” – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
გიტანას ნაუსედა აღნიშნავს, რომ ევროსაბჭო წელს ბოლოჯერ შეიკრიბება და წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ელით.
პრეზიდენტის თქმით, მათ არ აქვთ არც უფლება და არც ფუფუნება, რომ ფუჭად დაკარგონ იმპულსი ევროკავშირის გასაძლიერებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო