0
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ხელისუფლებამ უნდა გაგვცეს პასუხი ნიკოლიზ-ნარიმან მაქარაშვილის ტოტალიტარულ-შიზოფრენიური სექტის წევრთა პასუხისმგებლობის შესახებ:
1) დააკავეს მაქარაშვილის თვითმკვლელიბამდე მიმყვანი პირები? მათ შორის ის მთვრალი აგრესიული ხალხი, ვინც არ შეუშვა მ. ჯინორია და ექიმი მასთან. პრაქტიკულად ჩაკეტილი და დატყვევებული ჰყავდათ ნ. მაქარაშვილი.
2) უნდა მოხდეს მისი საფლავის მუდმივი დაცვა-კონტროლი, რომ ფსიქიკურად შეშლილმა მისმა მრევლმა არ მოიპაროს მისი ცხედარი, რისი საშიშროება და ალბათობაც არის საკმაოდ. დღემდე აცხადებენ რომ ნარიმანი აუცილებლად გაცოცხლდება, აღდგება მკვდრეთით.
3) რატომ დადის ამდენი ფსიქიკურად ავადმყოფი თავისუფლად საქართველიში? ეს საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია. საჭიროა მათი სათითაოდ აღწერა და გამოკვლევა.“



