უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 -2012 წლებში, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა

უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 -2012 წლებში, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა
უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულის შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში განუცხადა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა.
„საპარლამენტო გამოძიება არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა. ეს პროცესი წარიმართება საჯაროდ, საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 – 2012 წლებში. ეს არის უმძიმესი დანაშაულები.
ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა ციხეებში. ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო ათი ათასობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული. უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულის შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება