ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უნდა აირჩიოთ, ან ძაღლები, ან ვირთხები” – მერაბ მეტრეველი

24
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
გუშინ გადაცემაში, ლაშა ჩხარტიშვილი მეუბნებოდა, ქუჩის ძაღლებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ვირთხების პოპულაციის კონტროლის საქმეშიო. ჩაუშესკუმ რომ გაწყვიტა ბუქარესტში ძაღლები, მერე ქალაქი ვირთხებმა შეჭამესო.
ჰოდა, რომ გაიძახით, აი, პარიზში ვიყავი და იქ ქუჩის ძაღლი საერთოდ არ მინახავს!
სამაგიეროდ, ვირთხები ხომ გინახავთ ბლომად? ვაიმე, ეიფელთან ვირთხა დარბიიის!
ჰოდა, ეგაა.
უნდა აირჩიოთ, ან ძაღლები, ან ვირთხები.
თქვენ გგონიათ, თბილისის ქუჩებში პარიზოს მსგავსად ვირთხები რომ არ დარბიან, ეს იმიტომ ხდება, რომ კალაძე მუშაობს კარგად? არა, ბატონებო. ეს ჩვენი ძაღლები მუშაობენ კარგად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.