უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით

უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით
ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით. ვამაყობთ, რომ აქ საუბარია ორი ისეთი მთავრობის თანამშრომლობაზე, რომლებიც არიან პატრიოტები, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მომხრეები, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
„მე მერ კალაძეს ვუთხარი, რომ ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს. უნგრელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს როცა დინების საწინააღმდეგოდ ცურავ და არ ხარ თანხვედრაში ლიბერალურ მეინსტრიმთან. თუმცა იქნებ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უნგრელი ხალხი მხარს გვიჭირს. ვინაიდან თქვენი მთავრობაც პატრიოტულ პოლიტიკას ატარებს, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს მას საქართველო“, – აღნიშნა სიიარტომ.
თბილისის მერი ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს