ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნგრეთში სახელმწიფო პროპაგანდას აპროტესტებენ

უნგრეთში სახელმწიფო პროპაგანდას აპროტესტებენ

უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა სახელმწიფო პროპაგანდა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. აქცია შაბათს, სახელმწიფო ტელე-რადიო არხის მედიაკორპოტაციის (MTVA) შენობასთან გაიმართა. „პროპაგანდის ფაბრიკა“ - ასე უწოდებენ პროტესტის მონაწილეები MTVA-ს და უნგრეთის მედიისთვის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას მოითხოვდნენ.
პროტესტის ორგანიზატორია პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია TISZA-ს ლიდერი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ყოფილი მოკავშირე და ამჟამად - ყველაზე მთავარი მეტოქეა, ორბანის 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში.
ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე მადიარის პარტიამ თითქმის 30% აიღო და მეორე ადგილზე გავიდა, ორბანის პოპულისტური პარტია "ფიდესის" (44%) შემდეგ.
„საკმარისია ტყუილი, საკმარისია პროპაგანდა. ჩვენი მოთმინება ამოიწურა. დაპირისპირების დრო მოვიდა“, - განაცხადა პეტერ მადიარმა შაბათს გამართულ აქციაზე და მედიის მდგომარეობას უნგრეთში „გლობალური სკანდალი“ უწოდა.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე უნგრეთში. საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ინფორმაციით, უნგრეთის მედიაბაზრის 80%-ს მართველი პარტია აკონტროლებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.