უნგრეთში ანტიკორუფციული წმენდის ფარგლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის ორი ყოფილი წევრი ბალაშ ჰანკო და მიკლოშ სესტაკი დააკავეს.
„ევროსკოპის“ ინფორმაციით, ჰანკო კულტურისა და ინოვაციის მინისტრი იყო, სესტაკი კი ეროვნული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ჰანკოს ედავებიან კულტურისა და საჯარო ფონდებიდან მილიონობით ევროს სავარაუდო მითვისებასა და არამიზნობრივ ხარჯვას. სესტაკი კი ეჭვმიტანილია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტობუსების ტენდერებთან დაკავშირებით მილიონობით ევროს ოდენობის ქრთამის აღებაში.
“მალე გაირკვევა, რომელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მაფიოზი დარღვევს დუმილის კოდექსს და დაიწყებს ლაპარაკს მაფიის ბოსზე. ვიქტორ ორბანს სასტიკად ეშინია სიმართლისთვის თვალის გასწორების და პასუხისგებაში მიცემის”-ასე გამოეხმაურა პრემიერი პეტერ მადიარი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს.




