უნგრეთში მიიღეს კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“, რომელშიც კრიტიკოსები საფრთხეს ხედავენ სიტყვის თავისუფლებისთვის

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო რეზონანსული კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“. კანონი მიიღეს მმართველი პარტია Fidesz-ის ინიციატივით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ მიღებული ზომები ხელს შეუწყობს უნგრეთის პოლიტიკურ საქმეებში საგარეო ჩარევის თავიდან აცილებას. მაგრამ ადგილობრივი კრიტიკოსები და დასავლელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ცვლილებები შეზღუდავს კრიტიკას, ისევე როგორც რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.
უნგრეთის კანონი ითვალისწინებს მკაცრ ჯარიმებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ საარჩევნო კამპანიისთვის. გათვალისწინებულია, შეიქმნას სუვერენიტეტის დაცვის უწყება ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებით. ეს ძალაში შევა 1 თებერვლიდან, აღნიშნავს რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის კრემლისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილად ითვლება. ის არაერთხელ გამოსულა უკრაინაში ომის დასრულების მხარდაჭერით, თუნდაც ამას უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობები დასჭირდეს. უნგრეთი კიევს არ უწევს სამხედრო დახმარებას. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ახლა არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)