უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უნგრეთის პრემიერმინისტრი მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ორბანთან და მისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მიიღო.
“მივესალმები პრემიერმინისტრისა და მისი მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ. მოუთმენლად ველი რატიფიცირებას პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
უნგრეთი ამ დრომდე ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერჯერობით არ მოუხდენია შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება.
გუშინ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის პარლამენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან