ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის მიღებას არ თანხმდება - FT

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე უნგრულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმების პროცესი დროებით დაბლოკა. ამის შესახებ The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროების ინფორმაციით, ბუდაპეშტი ახალ სანქციებს ჩინური კომპანიების ახალ პაკეტში შეყვანის გამო ეწინააღმდეგება. ბრიუსელის ცნობით, გარკვეული ჩინური კომპანიები რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან.
გაზეთის წყაროს ცნობით, უნგრეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ახალი სანქციების პაკეტის წინადადებების გასაანალიზებლად დამატებითი დრო მოითხოვა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-13 პაკეტს ამზადებს. EU Observer-ის ცნობით, მასში შესაძლოა 193 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.