უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ EU-ს მე-17 სანქციების პაკეტს არ დაბლოკავს – European Pravda

რამდენიმე ევროპელმა დიპლომატიურმა წყარომ ბრიუსელში European Pravda-ს უთხრა, რომ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-17 სანქციების პაკეტის მიღებას არ ეწინააღმდეგება და ის შესაძლოა ოფიციალურად 2025 წლის მაისშივე დამტკიცდეს.
ევროპელმა დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ უნგრეთის ვეტოს არარსებობა საშუალებას იძლევა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციათა მე-17 პაკეტი სწრაფად იქნეს მიღებული.
ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი წევრი ქვეყნის დიპლომატმა გამოცემას უთხრა, რომ 6 მაისს გამართულ შეხვედრაზე ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-17 პაკეტის პროექტი წარადგინა. დიპლომატის თქმით, განხილვა საკმაოდ კონსტრუქციული იყო და ჩანდა, რომ უნგრეთი პაკეტის წინააღმდეგი არ იყო.
დიპლომატმა უნგრეთის ნეიტრალური პოზიცია იმით ახსნა, რომ პაკეტი “ძირითადად ეხება იურიდიულ პირებს, რომლებიც მათთვის პრობლემატური არ არის”.
ინფორმაცია გამოცემას ორმა სხვა დიპლომატმაც დაადასტურა.
ერთმა წყარომ თქვა, რომ უნგრეთის ამჟამინდელი პოზიცია აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ის იმავეს მოიმოქმედებს სანქციების შემდეგ პაკეტზეც.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ამჟამად დეტალურად აანალიზებს სანქციათა მე-17 პაკეტს, თუმცა მათ მისი მიღების კუთხით სერიოზული სირთულეები არ ელით, ვინაიდან ეს შედარებით კონსენსუსზე დაფუძნებული პაკეტია და განსაკუთრებით სადავო ელემენტებს არ შეიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად