არქივი7 ნოემბერი, 2025, 19:38
უნგრეთი მზადაა უარი თქვას რუსული ნავთობის გადამუშავებაზე

უნგრეთის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია მზად არის, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ კომპანია Mol Nyrt-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ალტერნატივა აქვს
„კომპანია Mol Nyrt-მა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ექსპლუატაციას უნგრეთსა და სლოვაკეთში ახდენს, განაცხადა, რომ ხორვატიიდან ნავთობსადენს ფაქტობრივად შეუძლია ალტერნატივა გახდეს მისი ნავთობის მიწოდებების უმრავლესობისთვის, თუ უკრაინის გავლით „დრუჟბა“ ნავთობსადენით რუსული მიწოდებები შეწყდება“, – ნათქვამია განცხადებაში
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.