არქივი16 სექტემბერი, 2024, 14:44
უნგრეთი დუნაიზე „ათწლეულის წყალდიდობისთვის“ ემზადება

უნგრეთში დუნაიზე დიდი წყალდიდობისთვის ემზადებიან, რომლის უნგრულ ნაწილს ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით წყალი უახლოვდება – ამის შესახებ 444.hu იუწყება – წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სპეციალური ვიდეომიმართვა გადაიღო, რომელშიც ამბობს, რომ რომ ადგილი, სადაც ის დგას, შესაძლოა, მეორე დღეს უკვე წყლის ქვეშ იყოს და წყლის დონემ მის სიმაღლეს გადააჭარბოს, შემდეგ კი კიდევ მოიმატოს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.