ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების გაგრძელების მხარდაჭერის სანაცვლოდ სიიდან 6 რუსი ბიზნესმენის ამოღებას ითხოვენ- უკრაინული მედია

უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების გაგრძელების მხარდაჭერის სანაცვლოდ სიიდან 6 რუსი ბიზნესმენის ამოღებას ითხოვენ- უკრაინული მედია

უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა, მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ნაწილის გაგრძელებას. მათი მოქმედების ვადა 15 სექტემბერს იწურება.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების გაგრძელების მხარდაჭერის სანაცვლოდ მოითხოვენ სიიდან ექვსი რუსი ბიზნესმენის ამოღებას.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, უნგრეთი მოითხოვს, რომ სანქციები მოეხსნას ოთხ რუსს, ხოლო სლოვაკეთი - ორს. მათ ვინაობას „ევროპეისკა პრავდას“ რესპონდენტები არ ასახელებენ

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.