უნგრეთი: ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების ზოგი წევრის დასანქცირებას ცდილობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის დასანქცირება გადაწყვიტა, რასაც ბუდაპეშტი არ დაუშვებს.
„საქართველო უდიდესი გარე ზეწოლის ქვეშაა, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ბრიუსელის ლიბერალურ ელიტას ამის მიღება არ შეუძლია. იმდენად შორს წავიდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგი წევრი სასანქციო სიაში შეიყვანეს. ამას არ დავუშვებთ, ვიდგებით ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად“, — განაცხადა მან.
„ოცნების“ ზოგი ლიდერის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები აქამდე დააწესეს ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ. იგივე ზომების მიღება დააანონსა კანადამ. -მ კი დაასანქცირა -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა