ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ მარტში ქართული ღვინის 27 დეგუსტაცია გაიმართა

უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ მარტში ქართული ღვინის 27 დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „A.G. Global Trade LLC“ ორგანიზებით, აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში, უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ მარტში ქართული ღვინის 27 დეგუსტაცია გაიმართა.
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 5 ქართული ღვინო, ასევე, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და თანამედროვე განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ პრეზენტაციები.
„მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
მაღაზიათა ქსელი „H-E-B“, რომელიც დაფუძნებულია ტეხასის შტატში, აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების სიაში შედის და მოიცავს 400-ზე მეტ მაღაზიას ტეხასსა და მექსიკაში.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.