უმოქმედო სესხების პროცენტულობა ისტორიულად დაბალია – ნათია თურნავა

კაპიტალის დონე გაზრდილია, ლიკვიდურობა არის ადეკვატური, უმოქმედო სესხების პროცენტულობა არის ისტორიულად დაბალი და საბანკო სისტემა მდგრადი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა ახლახან გამოაქვეყნა სტრეს ტესტი, რომელიც საბანკო სისტემას უტარდება და სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორის შემთხვევაში აფასებს, რამდენად გაუძლებს ბანკები შოკებს და რამდენად არის გაზრდილი მათი მდგრადობა.
“ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ეკონომიკის, მოსახლეობის, ბიზნესის გადახდისუნარიანობა, შესაძლებლობა, რომ მოემსახურონ სესხებს ან ახალი სესხები აიღონ. ამ კუთხით, ეკონომიკური ზრდა ახალ შემოსავლებს უჩენს მათ. ახლა არის კარგი დრო შევამსუბუქოთ მონეტარული პოლიტიკა, დავწიოთ საპროცენტო განაკვეთები ლარის რესურსზე და მეტი დაფინანსება წარიმართოს ბანკებიდან ეკონომიკაში,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე