უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პროცესში და დავიწყოთ შრომა ევროპული მომავლისთვის – ოპოზიციის ნაწილი კონსტუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ და აცხადებენ, რომ მას ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.
მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები და იმ 9 დათქმის შესრულება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მისცა.
“ზეიმისა და სიხარულის დილა გათენდა დღეს. უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის, ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, დღეს ზეიმის დღეა, თუმცა, ხვალიდან ქვეყანამ უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპი გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება იყოს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით კი, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდა და დროა პოლიტიკურმა სპექტრმა სერიოზული სამუშაო გაწიოს, რაც, პირველ რიგში, რეფორმების შესრულებასა და პოლარიზაციის შემცირებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება