ულამაზესი VERSACE-ს კაბა და დაუვიწყარი საღამო - რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო - Marao

ულამაზესი VERSACE-ს კაბა და დაუვიწყარი საღამო - რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო - Marao
გუშინ ღამის 2023-2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია პარიზში, თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართა. 2003 წელიდან პირველად ნომინანტებს შორის არ იყვნენ არც პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, არც არგენტინელი ლიონელ მესი, თუმცა სიაში პირველად ვიხილეთ ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
ცერემონიის წითელ ხალიჩაზე გიორგი მამარდაშვილი უმშვენიერეს მეუღლესთან, ელენე პიტაშვილთან ერთად გამოჩნდა. წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და თავს კამერების წინ შესანიშნავად გრძნობდა. ელენემ, რომელიც მალე პირველი შვილის დედა გახდება, VERSACE-ის ულამაზესი შავი კაბა - Medusa '95 Draped Gown მოირგო. კაბა ოქროსფერი დეტალითა და აქცენტირებული მხრებით გამოირჩევა, რომლის ღირებულებაც 5 383 დოლარია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.